მენტალური არითმეტიკის სკოლა ,,სუმატო+”ემიგრანტებისთვის უფასო მასტერკლასს ჩაატარებს

22 იანვარს 21 საათზე მენტალური არითმეტიკის სკოლა ,,სუმატო +”-ის დამფუძნებელი ინგა ნოდია ქართველი ემიგრანტებისთვის უფასო მასტერკლასს ჩაატარებს. ის ,,ქართული კვირისა” და ,, სუმატოს” ფეისბუქ გვერდზე LIVE ფორმატში გავა. მასტერკლასზე დასწრება ყველა დაინტერესებულს შეუძლია.

მენტალური არითმეტიკის სკოლა ,,სუმატო+“ ქართულ საგანმანათლებლო სფეროში 2016 წლიდან მოღვაწეობს და საინტერესო ინოვაციური სწავლის მეთოდებით გამოირჩევა. ის პირველია, ვინც საქართველოში ბავშვის განვითარების უნიკალური პროგრამა დანერგა. მენტალური არითმეტიკა მსოფლიოში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, ის ეხმარება ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად და ჰარმონიულ განვითარდეს. ბავშვებში ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების, მეხსიერებას, ყურადღებისა და წარმოსახვის უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

კოგნიტური უნარების განვითარებას, რაც 21-ე საუკუნეში თანამედროვე ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია, ,,სუმატო+“ საინტერესო, უკვე დროში გამოცდილი და ქართულ რეალობაზე ადაპტირებული აქტივობებით ემხმარება. მენტალური არითმეტიკის სკოლის პროგრამაში ჩართულნი არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ბავშვებიც. ემიგრანტებისთვის სკოლამ მათზე მორგებული პროგრამა შექმნა და მასში დღეს უკვე მსოფლიოს ყველა კუთხიდან უამრავი ბავშვია გაერთიანებული. დისტანციური სწავლება რამდენიმე ენაზე მიმდინარეობს.

,,სწავლა მიმდინარეობს როგორც ქართულ ასევე ინგლისურ, გერმანულ, ბერძნულ და რუსულ ენებზე. ემიგრანტების მხრიდან, ჩვენს მიმართ ინტერესი დღეს არ დაწყებულა… თავიდანვე გვიპოვეს ონლაინ, ამერიკიდან თუ ევროპიდან გვიკავშირდებოდნენ, კარგად იცოდნენ ამ პროგრამის შესახებ და სურვილი ჰქონდათ მათ შვილებს ჩვენთან ესწავლათ. სამწუხაროდ უცხოეთში, ფინანსური თვალსაზრისით დღემდე არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი მსგავსი პროგრამები და ფუფუნებას წარმოადგენს. მაქსიმალურად მათზე მორგებული ტარიფები გვაქვს, ხშირად საინტერესო აქციებიც. ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ შემოგვიერთდნენ და დარეგისტრირდნენ ჩვენს პროგრამაზე. ,,სუმატოს“ პედაგოგებსა და მეთოდისტებს დისტანციურად მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ჯერ კიდევ პანდემიამდე პერიოდში დავიწყეთ მსგავსი სწავლება და დღემდე წარმატებით ვუმკლავდებით ყველა გამოწვევას. მუდმივად ვვითარდებით, წინ მივდივართ, ვნერგავთ ახალ პროგრამებს და ამ სფეროში კვლავ ლიდერებად ვრჩებით“ – ამბობს სკოლის დამფუძნებელი ინგა ნოდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები