,,საქართველო, ეს არის უდიდესი სამჭედლო მომავალი მუსიკოსების” – ამერიკაში მოღვაწე ხელოვანის წარმატების გზა და პროექტი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის

ვიდეობლოგის სტუმარი ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი მერაბ ებრალიძეა. მუსიკოსი საქართველოდან შეერთებულ შტატებში 17 წლის წინ შემოქმედებითი მიზნების განსახორციელებლად გაემგზავრა. საქართველოს შემდეგ, პროფესიულ წარმატებებს ნიუ-იორკის სცენაზეც მიაღწია (ის რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია).

გარდა წარმატებული სოლო კარიერისა, აშშ-ში აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 2017 წლიდან გაზარდა უამრავი მუსიკოს-შემსრულებელი, სხვადასხვა საშტატო თუ საერთაშოროსო კონკურსის ლაურეატი. 2007-10 წლებში მუშაობდა new-york Conservatory of music- ში. 2016-20 წლებში მიიღო artist diploma-ს ხარისხი. ვირტუოზი პიანისტი გამოდიოდა ნიუ-იორკის ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორებიცაა: Carnegie Hall, America Opera performance Center, Dimenna Center, Scandinavian House, Merkin Hall და სხვა.

მერაბ ებრალიძემ 2019 წელს, ნიუ-იორკში ორგანიზაცია “გზა მომავალ თაობას” დააფუძნა. პროექტი ამერიკასა და საქართველოში მცხოვრებ ნიჭიერ მუსიკოსებსა და არტისტებს გზის გაკვალვასა და პროფესიულ წარმატებებში ეხმარება. ორგანიზაციის ეგიდით, არაერთი ახალგაზრდა სრული დაფინანსებით გაემგზავრა ამერიკაში და ნიუ-იორკის ცნობილ და პრესტიჟულ დარბაზებში გამოვიდა. მერაბი მიწვეული იყო საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსის ჟიურის წევრად, მათ შორის, გერშვინის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსზე.

როგორია 2022 წლის გეგმები, მათ შორის როდის და როგორ მოეწყობა ,,ქართული კლასიკური მუსიკის ფესტივალი ნიუ-იორკში“ და ტურნე საქართველოში, ნახეთ ვიდეობლოგი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები