გოდერძი დიდებულიძე ჟურნალ „ატმოსფეროს“ სპეციალური გამოცემის მოწვეული რედაქტორი გახდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი ფიზიკის მიმართულებით, დოქტორი გოდერძი დიდებულიძე მაღალი იმპაქტფაქტორისა (2.686) და სკოპუსის ბაზაში ციტირების ინდექსის (2.9) მქონე MDPI-ის ღია წვდომის რეიტინგული ჟურნალის „ატმოსფერო“  სპეციალური გამოცემის მოწვეული რედაქტორი გახდა.ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

სპეციალური გამოცემა, რომლის მოწვეული რედაქტორია გოდერძი დიდებულიძე, ეძღვნება გრავიტაციულ ტალღებსა და ატმოსფერულ-იონოსფერულ ფიზიკაში არსებულ თანამედროვე კვლევის შედეგებს და მისი სახელწოდებაა “State-of-Art in Gravity Waves and Atmospheric-Ionospheric Physics”.სპეციალური გამოცემა იღებს ნაშრომებს 2022 წლის 17 აგვისტომდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები