ფოთის თეატრში სპექტაკლი აზერბაიჯანელმა რეჟისორმა დადგა

14 იანვარს ფოთის თეატრში ქართულ – აზერბაიჯანული კოპროდუქციის პრემიერა შედგა, თურქი დრამატურგის- თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა “ვიზიტორი” აზერბაიჯანელმა რეჟისორმა ირადა გოზალოვამ განახორციელა.
სპექტაკლის შესახებ: სიკვდილი,რომელიც მოვიდა თავის მორიგი მსხვერპლის მოსაპოვებლად,დედის სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას აწყდება. იგი შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის…. მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს შეუძლია გადაარჩინოს ეს სამყარო. და ჩვენი დედები ატარებენ ამ ნამდვილ სიყვარულს გულებში. დედები გადაარჩენენ ამ სამყაროს..”
აღსანიშნავია, რომ რეჟისორ ირადა გოზალოვასათვის ეს ქართველ მსახიობებთან მუშაობის პირველი შემთხვევა არ არის, მას უკვე აქვს განხორციელებული ორი სპექტაკლი თბილისის  სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში: “ზვავი” და “Hellados”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები