მაინის ფრანკფურტში ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
მიმდინარე წლის 12 იანვარს, ქალაქ მაინის ფრანკფურტში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გაიმართა ევროკავშირთან ასოცირებული ტრიოს ერთობლივი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილ იქნა ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი მხატვრების ნამუშევრები.საღამო საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ, მოლდოვის გენერალურმა კონსულმა, მიხაელ კაპატინამ და უკრაინის გენერალურმა კონსულმა, ვადიმ კოსტიუკმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრიოს საგარეო პოლიტიკურ მიზანზე გახდეს ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.ასევე, აღინიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები.