გამოფენა “ახალი სიცოცხლე მუზეუმის კოლექციას”

14 იანვარს, 16:00 საათზე, უფლისწულ ნიკო დადიანის რეაბილიტირებულ სასახლეში იმართება პირველი  გამოფენა –  “ახალი სიცოცხლე მუზეუმის კოლექციას”.

თემა: 2018-2021 წლებში რესტავრირებული ნივთები, დადიანთა კოლექციიდან.

“დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ყოფა-ეთნოგრაფიის ნიმუშები იხილონ.

ესენია: ფერწერა, გრაფიკა, გრავიურა, ფრაჟესა და იარაღების კოლექცია. ასევე, ნაქარგობანი.

პარალელურად გამოიფინება სარესტავრაციო ნივთები, ცხენოსნობასთან დაკავშირებული, რათა დამთვალიერებელმა შეაფასოს რესტავრატორის შრომა თუ როგორ უბრუნებს ახალ სიცოცხლეს ძველ ნივთებს”, – ნათქვამია დადიანების სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა 2022 წლის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები