საქართველოს სამთო კურორტები საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებენ

საქართველოს სამთო კურორტები 15 საერთაშორისო ინფლუენსერს უმასპინძლებს, ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. პროექტი ამერიკულ სოციალურ ქსელთან,”Steller”-თან თანამშრომლობით იგეგმება. “Steller” ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების ახლებურ გზას სთავაზობს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2021 წელს “Steller”-თან ერთად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კამპანია განახორციელა.USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, მსგავსი პროექტი უკვე მეორედ ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები