„ბაქანი იყო ერთგული გამცილებელი და მას ისე კარგად შეეძლო დახვედრა, თუ გაუჩერდებოდნენ…“

ურამ დოჩანაშვილი – კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. პერსონაჟები, რომლებიც მან შექმნა გასაოცარი სიყვარულით ცოცხლობს მკითხველთა გულებში, პატარა მოთხრობებში ავტორის ზოგჯერ უცნაური, ზოგჯერ სევდიანი, ზოგჯერ კი ხალისიანი – მაგრამ აუცილებლად განსაკუთრებული სიყვარულის უნარის მქონე პერსონაჟებს ვიცნობთ, რომლებსაც თანავუგრძნობთ, მათთან ერთად განვიცდით და უბრალოდ ძალიან გვიყვარდებიან…”

გურამ დოჩანაშვილი “ბაქანი”

„ბაქანს თეთრად შეღებილი კედლები ჰქონდა და წარწერა ეკეთა. კედლებზე ვიღაცეების სახელები იყო დაჩხაპნილი. ბაქანთან მოხუცი მეისრე იდგა, ყვითელი ბაირაღით ხელში. მოხუცს უყვარდა ბაქანი. შენობა იყო ძალიან პატარა, იყო ძალიან მშვიდი და ელოდებოდა მატარებლებს. მატარებლები მოდიოდნენ, ჩერდებოდნენ, ხალხი ჩამოდიოდა და ადიოდა კიბეებზე. მოხუცის თვალში ბაქანი ცოცხლდებოდა და თითქოს შესციცინებდა მატარებელს. ბაქანი იყო ერთგული გამცილებელი და მას ისე კარგად შეეძლო დახვედრა, თუ გაუჩერდებოდნენ… მოხუცს ძალიან უყვარდა პატარა, თეთრი შენობა.
ხანდახან მოდიოდნენ ჩქარი მატარებლები. მათ დიდი ქალაქების სახელები ეწერათ ვაგონებზე. ბაქანი თითქოს შორიდანვე უყურებდა მატარებლებს, ელოდებოდა მათ გაჩერებას.

ჩქარი მატარებლები არ ჩერდებოდნენ პატარა ბაქანზე. მოხუცს ეჩვენებოდა, რომ ბაქანი იყო გულდაწყვეტილი და სადღაც, გვერდზე იყურებოდა.მოხუც მეისრეს არ უყვარდა ჩქარი მატარებლები “

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები