კონკურსი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ღონისძიებების მხარდასაჭერად

ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ ერთობლივი პროგრამის, „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში კონკურსი გამოაცხადეს. მისი მიზანი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ღონისძიებების მხარდაჭერაა.

ევროპის მემკვიდრეობის დღეები იმ კულტურული ღონისძიებებისგან შედგება, რომლებიც ევროპაში მცხოვრებ ხალხთა მონაწილეობით აღინიშნება. ყოველწლიურად 70,000-მდე ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრება 30 მილიონამდე სტუმარი ევროპის იმ 50 სახელმწიფოდან, რომელთაც ევროპის კულტურული კონვენციისთვის აქვთ ხელი მოწერილი. მათ შორის არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიც.

„კონკურსი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ისტორიებზე მიზნად ისახავს იმ ადამიანების, ორგანიზაციების და ასოციაციების ამბების  გაშუქებას, რომლებიც ამ ღონისძიებათა უკან დგანან. კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პროექტებისთვის 10,000-მდე ევრო გამოიყოფა.

განმცხადებლებს 2018 წლის 18 აგვისტოდან 2021 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეთ ევროპის მემკვიდრეობის დღეების ღონისძიების ორგანიზატორობის ან მასპინძლობის გამოცდილება. მათგან ასევე მოელიან, დაგეგმონ ევროპის მემკვიდრეობის დღეების ღონისძიების მასპინძლობა ან ორგანიზება 2022 წლის განმავლობაში“, – ნათქვამია კონკურსის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 17 იანვარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები