ქართველი ფოტოხელოვანის ნამუშევარი საერთაშორისო კონკურსის ნომინანტია
გიორგი ყაულაშვილის ფოტო სოციალური ფოტოგრაფიის ნომინაციაში ლიდერობს, საბოლოო გადაწყვეტილებას საერთაშორისო ჟიურის წევრები რამდენიმე დღეში მიიღებენ.„ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია ფოტოგრაფებისათვის, რა თქმა უნდა, გამიხარდება თუ გავიმარჯვებ, თუმცა ვფიქრობ, ის რაც მოხდა უკვე დიდი გამარჯვებაა” აღნიშნა „ქართულ კვირასთან” საუბარში გიორგი ყაულაშვილმა.