ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
საქართველოს საელჩოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაცნობებთ, რომ საელჩო 1 იანვრიდან გადავიდა ახალ სამუშაო განრიგზე, კერძოდ საელჩო იმუშავებს ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით (გარდა უქმე დღეებისა) 09.00-დან 16.00-მდე.
„შეგახსენებთ, რომ საელჩოში საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. ჩაწერა ხდება შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit
ამავე ვებგვერდზე შესაძლებელია აიტვირთოს წარსადგენი დოკუმენტები.
საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: abudhabi.con@mfa.gov.ge
მოქალაქეთათვის სატელეფონო კონსულტაცია ხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს 12:00 დან -14:00 საათამდე, შემდეგ სატელეფონო ნომერზე: +971 2 5533683“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.