ღვინის სექტორში დუალური პროფესიული განათლების მონაწილეები დაჯილდოვდნენ

ქართული ღვინის ხარისხისა და ადგილწარმოშობის დადგენის შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით გერმანია 2014 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ვენახების საკადასტრო სისტემის დანერგვაში.ამჟამად უკვე დარეგისტრირებულია 35000-ზე მეტი მეღვინე და 38 000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე გაშენებული ვენახი. ასევე გაუმჯობესდა ღვინის ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლების შესაძლებლობები და უნარები.

საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ  გამართულ ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა პროექტის მნიშვნელობა საქართველოსთვის, განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები და მომავლის გეგმები. შემდეგ გაიმართა ღვინის სექტორში დუალური პროფესიული განათლების მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია. პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება. დღეისათვის, მას სამი კოლეჯი ახორციელებს 35-მდე ღვინის კომპანიასთან ერთად. 80-მდე ახალგაზრდა სწავლის პროცესშია, ხოლო 25-მა იგი წარმატებით დაასრულა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა მეღვინეობის დუალური განათლების სფეროს მთავარ წარმომადგენლებს განსაკუთრებული ჯილდოები გადასცა, ხოლო კურსდამთავრებულებს –  დიპლომები და სერტიფიკატები.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები