კომაროველი ლაშა-გიორგი შამუგია პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი შამუგია 250.000$-ის დაფინანსებით პრინსტონის უნივერსიტეტში (აშშ) ჩაირიცხა.

პრინსტონის უნივერსიტეტი Ivy League-ის, ამერიკისა და მსოფლიოს ერთ – ერთი ყველაზე კონკურენტული და პრესტიჟული უნივერსიტეტია.

ლაშა-გიორგი სწავლის გაგრძელებას აეროკოსმოსური და მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გეგმავს, როგორც თვითონ ამბობს, ავიაცია და პლანეტებს შორის მოგზაურობის იდეა ყოველთვის აღაფრთოვანებდა და ფიზიკისა და მათემატიკის ცოდნამ და სიყვარულმა მომავალი პროფესიის არჩევა კიდევ უფრო გაუმარტივა.ამჟამად, რამდენიმე რეიტინგული უნივერსიტეტიდან ელოდება პასუხს და საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს.

„იგი არის: კომაროვის ფიზიკის წრის წარმატებული მოსწავლე; 2019, 2020 წლებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალისტი ფიზიკასა და მათემატიკაში (2020);

ინოვაციური მოხალისეობრივი პროექტის “შეხვედრები მათემატიკაზე” ინიციატორი და ორგანიზატორი – ის 5 თვის განმავლობაში მოხალისეობრივად ამზადებდა 14 მეექვსეკლასელს მათემატიკაში, მათ შორის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გამოცდების ჩასაბარებლად;

EducationUSA Georgia ქსელის Competitive College Club სტუდენტი და მოსწავლეთა პირველი საერთაშორისო კონგრესის (EducationUSA CCC Congress) 2020 წლის ერთ-ერთი დელეგატი;

მწერალთა საერთაშორისო კონკურსის “სტრიქონებს შორის” (IWP BTL) 2021 წლის ნახევარფინალისტი;

ამ ყველაფრის პარალელურად ლაშა-გიორგის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუსიკას, ის არაერთი წელი იყო ფოლკლორულ გუნდ “შავნაბადას” სოლისტი და მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე.

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ლაშა-გიორგის“ – ნათქვამია სკოლა-პანსიონი კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები