“მერვე სიცოცხლე საუკუნის რომანია” ნინო ხარატიშვილის კიდევ ერთი აღიარება

გერმანიის კულტურის ახალი სახელმწიფო მინისტრი კლაუდია როთი ნინო ხარატიშვილის ნაწარმოებს “მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” საუკუნის რომანად მოიხსენიებს.კლაუდია როთის ინტერვიუ გერმანულ პრესაში დაიბეჭდა, სადაც მინისტრი ლიტერატურაზე საუბრობს და აღნიშნავს რომ ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის რომანი “მერვე სიცოცხლე” მისი ერთ – ერთი დიდი შთაბეჭდილებაა.

ნინო ხარატიშვილი გერმანიაში მოღვაწე ქართველი ნოველისტი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორია.  მისმა წიგნმა „მერვე სიცოცხლე“ (ბრილკას) მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა არაერთი ლიტერატურული გამარჯვება.

წიგნის შესახებ: “საქართველო, 1900 წელი,შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება ეს ამაღელვებელი ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან. როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში დგება, სტასია თავის ორ შვილთან, კიტისა და კოსტიასთან ერთად თბილისში, თავის დასთან, ქრისტინესთან, თავბრუდამხვევი სილამაზით ცნობილ ქალთან, აფარებს თავს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია მას თვალს დაადგამს, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება…”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები