დირიჟორი ქეთევან წიკლაური ნიდერლანდებში მასტერკლასს ჩაატარებს
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსთან მოქმედი საკვირაო სკოლის უშუალო ჩართულობით ქართველი დირიჟორი და ფოლკლორისტსი ქეთევან წიკლაური 2022 წლის 30 იანვარს, მოზარდებისათვის საქართველოს საელჩოში მუსიკალურ მასტერკლასს ჩაატარებს. ნიდერლანდების მთავრობის მიერ დადგენილი პანდემიური შეზღუდვების გათვალისწინებით, საელჩო სიამოვნებით იწვევს ყველას, ვისაც სურს მონაწილეობის მიღება.
ქეთევანი 2014 წლიდან ჰოლანდიასა და საქართველოს შორის ცხოვრობს. პროფესიით დირიჟორმა და საქართველოში რამდენიმე ანსამბლის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდების სამეფოში ჰოლანდიელი მომღერლებისგან შემდგარი ანსამბლი „მერანი“ ივო ბოსვაიკთან ჩამოაყალიბა, რომლებიც ქართულ სიმღერებს მღერიან. 2018 წლის ოქტომბერში ანსამბლს პირველი ტურნე საქართველოში ჰქონდა. სამი კონცერტი თბილისში, ქუთაისსა და მარნეულში გაიმართა.