ნინო ხარატიშვილის რომანი “კატა და გენერალი” ფრანგულ ენაზე ითარგმნა

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ფრანგულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის “Belfond ” მიერ გამოიცა ნინო ხარატიშვილი რომანი “კატა და გენერალი”. მთარგმნელი – Rose Labourie.

“რომანის იდეა ანა პოლიტკოვსკაიას ტექსტმა შთამაგონა” „კატა და გენერალი” – ესაა დაძაბული, ღრმა ფსიქოლოგიური რომანი დანაშაულსა და სასჯელზე, სახელმწიფოებისა და ადამიანების გონებაში მიმდინარე ბრძოლაზე, მშვიდობისა და გადარჩენისკენ სწრაფვაზე.რომანში პერსონაჟთა ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და თავს იყრიან სიყვარულისა და სიძულვილის ღერძზე. ისინი არიან კლასიკური ტრაგედიის რანგში აყვანილი მომაკვდინებელი თამაშის ნაწილი…“

ნინო ხარატიშვილი 1983 წელს თბილისში დაიბადა. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში. მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები