სამხატვრო აკადემიაში გამოფენა-პერფორმანსი – “პალიტრა ინტეგრაცია” გაიმართა
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოფენა-პერფორმანსი – “პალიტრა ინტეგრაცია” გაიმართა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქალაქ მარნეულის განვითარებისა და განათლების ცენტრის მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხალიჩები (აზერბაიჯანული ტრადიციული „ბორჩალოს ხალიჩები“) და ფერწერული ნამუშევრები; ასევე, სამხატვრო აკადემიაში აღდგენილი ტექნოლოგიით შექმნილი ქართული ტრადიციული „ლურჯი სუფრა“ და დეკორატიული ტექსტილი. სტუმრები გაეცნენ „ბორჩალოს ხალიჩის“ დაზგაზე ქსოვის ტექნიკას.
გამოფენა-პერფორმანის ორგანიზატორები:თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,
განვითარებისა და განათლების ცენტრი,
საქართველოს კულტურის აკადემია.


მხარდამჭერები: აზერაზერბაიჯანის საელჩო საქართველოში, კომპანია „სოკარი“.