ბათუმსა და კუნძულ ჰაინანის ქალაქ სანიას შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ქალაქ ბათუმის მერიის ჩართულობით, 2021 წლის 25 დეკემბერს საქართველოსა და ჩინეთის ყველაზე ცნობილ ტურისტულ ქალაქებს შორის, კერძოდ ქ. ბათუმსა და კუნძულ ჰაინანის ქალაქ სანიას შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ.

სანიას საერთაშორისო კულტურის ინდუსტრიის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე, ქართული მხრიდან დისტანციურად დოკუმენტს ხელი მოაწერა ქალაქ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ხოლო ჩინური მხრიდან, ქალაქ სანიას მერმა ბაო ჰუნვენმა.

ამავე ღონისძიებაზე, საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია სიტყვით გამოვიდა დამსწრე საზოგადოების წინაშე და ისაუბრა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობაზე, რასაც ხელს შეუწყობს ხსენებული დოკუმენტის გაფორმება.

შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, როგორიცაა ტურიზმი, ვაჭრობა, განათლება, კულტურა და სპორტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები