კონსერვატორიაში ედიშერ სავიცკის მასტერკლასი გაიმართება

27,28 დეკემბერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ედიშერ სავიცკი კონსერვატორიის სტუდენტებისთვის მასტერკლასებს გამართავს. დასაწყისი – 12:00 საათზე, (კონსერვატორიის კამერული დარბაზი). დასწრება თავისუფალია.ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

ედიშერ სავიცკი 1994-1998წლებში სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1998 წლიდან კი გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგისტრის ხარისხი ინდიანას უნივერსიტეტში ალექსანდრე თორაძის სტუდიაში სწავლის შემდეგ მიიღო. 2013 წელს კი დოქტორის ხარისხი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი სხვადასხვა პრესტიჟული კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი და გამარჯვებულია. აქტიურ საკონცერტო და საფესტივალო, ასევე პედაგოგიურ ცხოვრებას ეწევა. ედიშერ სავიცკი ამჟამად ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები