ინფორმაცია ქართული ენის დისტანციურად სწავლების პროგრამის შესახებ

ქართული ენის დისტანციურად სწავლების პროგრამა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, ამასთანავე, საქართველოსთან მათი დაახლოების ხელშეწყობა.

სამიზნე აუდიტორია გახლავთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვები 5-იდან 15 წლამდე.ქართული ენის დისტანციური სწავლების დეტალები:გაკვეთილებს ატარებენ პროფესიონალი მასწავლებლები; სინქრონულად (პირდაპირ რეჟიმში, ჯგუფთან შეთანხმებულ დროს);ბავშვები მშობლის/ტუტორის დახმარებით ერთვებიან ვირტუალურ სასწავლო სივრცეში (საჭიროა, მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა);შეთავაზებული ონლაინ გაკვეთილები ეფუძნება სწავლების ინტერაქტიულ მეთოდს;პროცესში გამოიყენება თამაშით სწავლების მეთოდი; ილუსტრირებული და ვიზუალიზებული სავარჯიშოები.

ქართული ენის დისტანციური სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.distancelearning.mes.gov.ge/ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები