ფილმი”მწარე შაქარი” ადამი მედიის ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულია

ანა ბარჯაძის დოკუმენტური ფილმი “მწარე შაქარი” ადამი მედიის ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა.
ფილმი იქმნება ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით კომპანია 17/07-ის მიერ, პროდიუსერი – ირინა გელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ამავე კონკურსზე 17/07-ის კიდევ ერთმა პროექტმა “დაღესტნელი ტყვე ქალი”, რომლის რეჟისორიც ელენე ცინცაძე გახლავთ, ჟიურის სპეციალური ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები