თბილისი- კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ურბანული განვითარება -იტალიაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივითა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, გაიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რესტავრაცია-კონსერვაციის და ურბანული ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია. ღონისძიებას ფიზიკურად და ვირტუალურ ფორმატში ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები იტალიიდან და საქართველოდან.

წიგნი „CULTURAL HERITAGE AND URBAN HEALTH – New perspectives for cultural Heritage preservation and Urban development in Tbilisi“ გამოიცა Aracne editrice-ს მიერ, Politecnico di Milano-ს პროფესორის, ნორა ლომბარდინის ძალისხმევითა და ხელმძღვანელობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები