ფონდის უფლებამოსილი წარმომადგენლები უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს შეხვდნენ

„დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ინფორმაციით, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის, „ქართული დიასპორის დღეები ათენში“ ფარგლებში,  ფონდის უფლებამოსილი წარმომადგენლები ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან ჰოლანდიიდან და გერმანიიდან საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის  სამმართველოს უფროსს, ქალბატონ მაია შუხოშვილს შეხვდნენ.

მათი თქმით, შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ,,ისწავლე საქართველოში’’ პოპულარიზაციის საკითხთან დაკავშირებით.

„აღსანიშნავია, რომ „ქართული დიასპორის დღეები ათენში“ განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის“ მხარდაჭერით და პარტნიორი ორგანიზაციების ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრისა  Georgische Cultuur In Nederland CAUCASUS-Cultural Centre /ათენის კულტურის ცენტრი «კავკასია»  ფინანსური კონტრიბუციით.“, – ნათქვამია „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები