ქართველმა მოზარდებმა ჭადრაკის ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვეს

ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველმა მოზარდებმა ევროპის სასკოლო ონლაინ ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 10, 11, 13, 15 და 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის,  მათ მონაგარს 8 სხვადასხვა სინჯის მედალი შეადგენს. ჩემპიონატში მონაწილეობდა 18 ქვეყნის 300-ზე მეტი მოჭადრაკე.

ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:II ადგილი – ყალიჩავა აკაკი (17 წლამდე, ფოთი, მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა);II ადგილი – ბედოშვილი დეა (17 წლამდე, ბათუმი, მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი);II ადგილი – ჩალაძე გიორგი (11 წლამდე, ქუთაისი, მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე);II ადგილი – მგელაძე კესარია (11 წლამდე, ბათუმი, მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე);III ადგილი – ლომაია დიანა (17 წლამდე, ფოთი, მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა);III ადგილი – ხვადაგიანი ქრისტინე (13 წლამდე, ქუთაისი, მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი);III ადგილი – ტაბატაძე ერეკლე (11 წლამდე, თბილისი, მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი);III ადგილი – თათვიძე დავით (10 წალმდე, ქუთაისი, მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები