პოლონეთში დაიბეჭდა 2022 წლის კალენდარი, რომელშიც საქართველოში გადაღებული ფოტოსურათებია გამოყენებული
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დაიბეჭდა 2022 წლის კალენდარი, რომელშიც გამოყენებულია საქართველოში გადაღებული ფოტოსურათები.
„პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ქ. ვროცლავში საქართველოს საპატიო საკონსულოსა და პოლონურ-ქართული სავაჭრო სამრეწველო პალატის პატრონაჟით დაიბეჭდა 2022 წლის კალენდარი, რომელშიც გამოყენებულია პოლონელი ფოტოგრაფის, მაგდალენა კონიკის მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოსურათები“, – ნათქვამია პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.