ალკაზარის სასახლის არქივში ქართველი მხატვრის ნამუშევარი მოხვდა


სევილიაში, ალკაზარის სამეფო სასახლის ისტორიული მემკვიდრეობის არქივში მოხვდა ქართველი ემიგრანტი მხატვრის ეკატერინე სიხარულიძის ნამუშევარი ,,ჟამის ხსნა,,

თვითნასწავლი მხატვარი 10 წელია უკვე ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ასევე მომავალ თაობებს ზრდის ბარსელონას “წმიდა ნინოს” სახელობის სამრევლოსთან არსებულ სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრში.

ეკატერინე სიხარულიძის ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილ გალერეებში ბევრჯერ მოხვედრილა. ის 65 გამოფენის მონაწილეა, უამრავი სახელოვნებო დიპლომისა თუ ჯილდოს მფლობელი.მათ შორის ლუვრში ეკატერინე სიხარულიძის ნამუშევარი ორჯერ გამოიფინა. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები