ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი რეგულარული რეისებით მოხვედრა გახდა შესაძლებელი
პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი რეგულარული რეისებით მოხვედრა გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათი თქმით, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-მ დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება.
„აბუ-დაბიდან ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი ცოტა ხნის წინ დაეშვა. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა.
პირველ რეისის 228 მგზავრი ჩამოჰყვა, რომელთაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისის აეროპორტში ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.