ქართველი ხელოვანი მსოფლიოს პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში- როგორ უთავსებს ნინა ვაჩნაძე შემოქმედებით ცხოვრებას სასამართლოში თარჯიმნობას

ვიდეობლოგის სტუმარი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი ნინა ვაჩნაძეა. ის თბილისში ხელოვანების ოჯახში დაიბადა და წლებია, ევროპაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ნინა მხატვრობასთან ერთად, მღერის ასევე ეუფლება დიზაინერის პროფესიასაც და პარალელურად, მუშაობს ბარსელონას სასამართლოში თარჯიმნის პოზიციაზე. მისი გამორჩეული ხელწერის ნახატები ხშირად იფინება ცნობილ ესპანურ და არამხოლოდ ესპანურ გალერეებში. მათ ცოტა ხნის წინ ბევრისთვის საოცნებო ლუვრის სივრცეს შეემატა, სადაც საინტერესო ღონისძიება ჩატარდა ნინას მონაწილეობით, ასევე ვენეციაში, Scuola grande di San Teodoro-ში გამოფენა, სადაც მოხვედრა ბევრი მხატვრისთვის საოცნებოა.

ნინას ნახატები სევილიის ალკაზარის ისტორიული მემკვიდრეობის არქივში შეიტანეს. (სევილიის ალკაზარი ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომელიც ესპანეთის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობების სიაში შედის და 1987 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი). მისი ნამუშებრები ცნობილი ესპანელების პირად კოლექციებსაც ამშვენებს. მათ შორის, ფლამენკოს მუსიკოსების რაფაელ დე უტრერასა და რაფაელ კორტესის პირად კოლექციებში ინახება.

ნინას ესპანეთში შემოქმედებითი საქმიანობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა, გამოფენების და ფესტივალების პარალელურად, ორგანიზებას უკეთებს პრეზენტაციებსაც. მის საინტერესო პროექტებში საფეხბურთო ვარსკვლავების მესისა და სუარესის ცოლების პრეზენტაციაც მოხვდა.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები