რევაზ დავითაძემ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში საქართველოს ნაკრების წევრმა რევაზ დავითაძემ 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა,  რევაზ დავითაძემ 165/168/171 დაძლია და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, აკვრაში თავი 195/199 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 370 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა, რევაზ დავითაძის პირადი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა

შეგახსენებთ,მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 მედალია. 3 ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული შოთა მიშველიძეს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი კი რევაზ დავითაძის ანგარიშზეა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები