ლონდონში ანდრო სემეიკოს ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

10 დეკემბერს,დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ, საელჩოში გახსნა ლონდონში მცხოვრები ქართველ მხატვრის, ანდრო სემეიკოს გამოფენა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით ქართველი მხატვრისა და დიასპორის წარმომადგენლის ნამუშევრები რამდენიმე თვის განმავლობაში საელჩოს შენობაში იქნება გამოფენილი.

ანდრო სემეიკოს ნამუშევრების ინსპირაციას საფუძვლად უდევს ქართული დამწერლობა და ქართველი პოეტების ვაჟა-ფშაველას, გალაქტიონ ტაბიძის და ტიციან ტაბიძის შემოქმედება. პროექტი შემუშავდა ცნობილი ბრიტანელი არტ-კურატორის ინგრიდ სვენსონის მხარდაჭერით.

გამოფენას ესწრებოდნენ ბრიტანეთში კულტურის სფეროსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და საქართველოს ბრიტანელი მეგობრები. ღონისძიების დასასრულს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით და კერძებით გაუმასპინძლდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები