13-14 დეკემბერს თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება
13,14 დეკემბერს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეას“ გალერეაში, თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები 34 ილუსტრატორი, რომელთა ნამუშევრები ორიგინალებისა და რეპროდუქციების სახით საგამოფენო სივრცეში ჯგუფურ ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი.პრინტები, წიგნები და სხვა ნაბეჭდი პროდუქცია ასევე გამოიფინება ერთობლივ სტენდებზე. ფესტივალის ფარგლებში მომზადდა კატალოგი, რომელიც 45 ილუსტრატორის ნამუშევრებს აერთიანებს.
ფესტივალის მსვლელობისას, იგეგმება ილუსტრირებული წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ძველი და ახალი თაობის ილუსტრატორებთან სურათებიანი წიგნების თემაზე. დამთვალიერებელს საშუალება ექნება შეიძინოს ნამუშევრების ორიგინალები და ხელმოწერილი რეპროდუქციები, ღია ბარათები, აქსესუარები და სხვა ტიპის ნაბეჭდი პროდუქცია.