აბუ-დაბიში ქუთაისის აეროპორტის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ აბუ-დაბიში ქუთაისის აეროპორტის შესახებ პრეზენტაცია გამართა.,,საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნეს მიმართულება“- აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორობით საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მხრიდან მონაწილეობა ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ინგა ბაკურიძემ მიიღო და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორს, ტურისტულ სექტორსა და საელჩოს წარმომადგენლებს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებასა და ქუთაისის აეროპორტის პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
15 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი მიმართულება – აბუ-დაბი ემატება. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან უცხოელი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, პრეზენტაციის შემდეგ ქართულ ტურისტულ სექტორსა და საამიროების ტურისტულ სექტორს შორის B2B შეხვედრები გაიმართა.