ორგანული და ბუნებრივი პროდუქტების გამოფენაზე ქართული პროდუქცია წარდგა
6-8 დეკემბერს, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გაიმართა ახლო აღმოსავლეთის ორგანული და ბუნებრივი პროდუქტების გამოფენა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფორუმში, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის განვითარების ფონდების მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო ექვსმა ქართულმა კომპანიამ და ერთმა ქართველმა მეწარმემ. გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება მიეცა გაესინჯა ქართული ჩაი, თაფლი და სხვა პროდუქტები.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის გამოფენაში მონაწილეობა, ქართული კომპანიების უმეტესი ნაწილისათვის სადებიუტო გახლდათ. ქართული მხარის მიერ გამოფენაზე წარმოდგენილმა პროდუქციამ დიდი შეფასება მიიღო, რაზედაც მეტყველებს გამოფენის ე.წ. „ქართულ კუთხესთან“ დამსწრეთა, ასევე, ე.წ. „B2B“-ი ფორმატში გამართული შეხვედრების რაოდენობა.
8 დეკემბერს, გამოფენას სტუმრობდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე, რა დროსაც იგი უშუალოდ გაეცნო ქართული კომპანიების მიერ მიღწეულ შედეგებს.