„არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო, შვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია“
11 დეკემბერი თანამედროვეობის გამორჩეული ქართველი პოეტის- ტარიელ ხარხელაურის დაბადების დღეა. ის თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში 1946 წელს დაიბადა, ლექსებს წერდა და ცხვრებს მწყემსავდა სკოლის პერიოდში..ლექსების გამოქვეყნებაში თიანელ ბიჭს კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე დაეხმარა, პირველად ტარიელ ხარხელაურის ლექსები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალში “პირველი სხივი“დაიბეჭდა, სამშობლოსა და მთის სიყვარული, სევდა, ტკივილი, ეს მისი შემოქმედების ძირითადი წყაროა პოეზიის ხევისბერი, მიწისა და ლექსის კაცი- ასე უწოდებენ პოეტს, რომლის ლექსები „სისხლში რომ ატანს“ ისეთია..
„.ძალიან ხშირად ამ სიზმარს ვხედავ -მივსდევ პეპლებს და ჰა, ჰა – დავიჭერ/ და ხმა სახლიდან – მეძახის დედა:- შემოხისფეხდი, სახლში, სამიწევ“
„დაზამთრდა…თოვლი არც ისე მიკვირს და არც სიცივე – სისხლში რომ ატანს/ მე მეშინია ამ ატმის კვირტის გაზაფხულზე რომ ვერ გახსნას მარტმა.“
„ნუ შეგაკრთობთ ცრემლი, რომელიც კაცის თვალებიდან იღვრება. ეს ყველა მამის ცრემლია, რომელიც არა თუ არ ჩამოუვარდება დედის ცრემლს, შეიძლება კიდევაც გადაამეტოს ტკივილთა სიმძაფრეში. ღმერთმა დამიფაროს, რომ მარტო ჩემს სატკივარს ვჭირისუფლობდე, ყველას შვილს დავტირი, ყველას ტკივილი მტკივა და თუ თქვენი გონების თვალი არ ჩათვლის საკმარისად, მე რაც შემეძლო – იმის გადმოწერა მოვახერხე და ამით ჩემი ამ წუთისოფლად ყოფნა ნაწილობრივ მაინც გავამართლე“ წერს პოეტი ტრაგიკულად დაღუპულ 23 წლის შვილს, ბექას..
„სხვისა რა მოგახსენო, მაგრამ სამშობლოზე ფიქრითა და ტკივილით გაკერპებულ გულს ვერაფერს ვუხერხებ და გამშრალი გულით გამონადენი ცრემლი იმ გზას, რასაც ახლა ადგახარ, ყვავილებით ვერ მოგიფენს. შენ კი სწორედ ასეთი ცრემლით გაცილება გჭირდება…“ ეს სიტყვები კი პოეტმა დიდი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებისას თქვა.
“კალთა ავიგლიჯე მწვირიანი, ავდექ და ცას მხრებით შევემტვრევი, დიახ, დედამიწა მცირე არის, როცა თავისთავში ვერ ეტევი!“ამბობს კაცი, რომელმაც წლები ცხვარში გაატარა, რომლის ლექსები „სისხლში ატანს“ და რომელსაც სამშობლოსათვის არასოდეს უღალატია..