ესპანელი კინემატოგრაფისტები თბილისს სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ

ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისს ესპანელი კინემატოგრაფისტები სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ.

ვიზიტის ფარგლებში 7 დეკემბერს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” პროექტის მონაწილე ქართველმა და ესპანელმა პროდიუსერებმა წარადგინეს პრეზენტაციები მათი საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ, შემდეგ კი გაიმართა მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა EU4Business: Connecting Companies-ის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები