ბოლნისის მუზეუმი კონკურსის „ევროპის წლის მუზეუმი“ ნომინანტია

ეროვნული მუზეუმის ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის – ,,ევროპის წლის მუზეუმი – 2022″ ფინალურ ნომინანტად დასახელდა, კონკურსზე საქართველო პირველად 2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმით წარსდგა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის კულტურული დაწესებულებების აღიარებისა და პოპულარიზაციის გზაზე.

ევროპის საუკეთესო მუზეუმებს ევროპის მუზეუმების ფორუმი 2022 წლის მაისში, ესტონეთის ქალაქ ტარტუში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს.

ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები