„ვეფხისტყაოსანი” ესპანურ ენაზე მექსიკაში გამოიცემა

გვადალახარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი მექსიკაში ზაზა გაბუნია ხალისკოს სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი და სასწავლო ცენტრის – Colegio de Jalisco-ს წარმომადგენლებს და პრეზიდენტს, პროფესორ რობერტო არიას დე ლა მორას შეხვდა.

საქართველოს ელჩმა ცენტრის ბიბლიოთეკა, უნიკალური საცავები და ექსპონატები დაათვალიერა, ხოლო პრეზიდენტმა ქართულ მხარეს “ვეფხისტყაოსნის” ესპანურენოვანი გამოცემის სასიგნალო ეგზემპლიარი წარუდგინა. შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა მექსიკურ მხარეს “ვეფხისტყაოსნის” ერთობლივი გამოცემის პრეზენტაციის დაგეგმვა 2022 წლის აპრილისათვის შესთავაზა.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, საელჩოსთან ერთად, ასევე მონაწილეობდა მალაგას უნივერსიტეტი, სადაც “ვეფხისტყაოსნის” პირველი თარგმანი გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები