6-7 დეკემბერს საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო და XX საუკუნე“ გაიმართება
“სამუზეუმო ცხოვრება ეპოქისა და კონტექსტის ანალიზის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს ტრადიაცას და 6 და 7 დეკემბერს II საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველო და XX საუკუნე“ – გამართავს”
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო და XX საუკუნე“ ეფუძნება რეალური ფაქტებისა და ისტორიული დოკუმენტების ანალიზს. მომხსენებლები ისაუბრებენ და გაგვაცნობენ გასული საუკუნის, ზოგადად ეპოქისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედებას ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში, რომელიც საჯაროს გახდის XX საუკუნის კულტურაში მიმდინარე პროცესებს.
კონფერენცია მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტის ნაწილია და სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. კვლევის ამოცანაა წარმოაჩინოს არტისტის, ეპოქის, მოვლენისა და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური კულტურული პროცესები. კონფერენციის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს მეოცე საუკუნის კულტურა და ხელოვნება განსხვავებული სახელებითა და ფაქტებით, ეპოქისა და გარემოს სხვადასხვა კონტექსტებში და იკვლიოს პარალელური კულტურული პროცესები. თბილისის მერიის მუზეუმების მისია, ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე.პირველ საერთაშორისო კონფერენციას „ქართული კულტურა და მეოცე საუკუნე“ თბილისის მუზეუმების გაერთიანება 2019 წლის 19 და 20 სექტემბერს მასპინძლობდა.
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო და XX საუკუნე“ დაეფუძნა რეალური ფაქტებისა და ისტორიული დოკუმენტების ანალიზს. მომხსენებლებმა წარმოადგინეს გასული საუკუნის, ზოგადად ეპოქისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედება ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა XX საუკუნის კულტურაში მიმდინარე პროცესებს. კონფერენციის მასალები გამოიცა კრებულად- აღნიშნულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების განცხადებაში
კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში