თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

11-12 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება.ფესტივალში მონაწილებას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემლობა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც, ფასდაკლებით გასაყიდად, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურას გამოიტანენ.

ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული ელით: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა და სხვა. ასევე, ზღაპრების პერსონაჟებად გადაცმული მსახიობები ზღაპრებს მოუყვებიან.ორივე დღის განმავლობაში, დიდ ეკრანზე ანიმაციური ფილმები იტრიალებს.

12 დეკემბერს, საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.

თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები