იტალიის ლაციოს რეგიონში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

იტალიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ლაციოს რეგიონის ქალაქ ჩივიტავეკიაში, ქალაქის მერთან, ერნესტო ტედესკოსთან ერთად, საზეიმოდ გახსნა საქართველოს საპატიო საკონსულო, რომელსაც საპატიო კონსული მიკაელა რეინერო გაუძღვება.

ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და ეკონომიკის, ვაჭრობის, ბიზნესის, კულტურის და სოციალურ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. აღნიშნულ კონტექსტში, ხათუნა თოთლაძემ გამოყო ქალაქ ჩივიტავეკიას განსაკუთრებული როლი და შესაძლებლობები, რადგან ქალაქი და მისი პორტი წარმოადგენს ხმელთაშუაზღვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს, რომელზეც გადის საკვანძო საზღვაო მარშრუტები და რომელიც მასპინძლობს, როგორც სატვირთო, ისე ტურისტულ გემებს.

ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა, ნატალია კორძაიამ, იტალიის სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ქალაქის მუნიციპალიტეტის, პორტის და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები