4 დეკემბერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა

4 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესია- ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს ღნიშნავს,  ეს არის 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი.

სახარების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს – წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი 50 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული – მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი შინ იზრდებოდა, შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს.ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. მარიამმა, თითქოს ფრთებშესხმულმა,  დაუბრკოლებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური. მას  მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ.

ტროპარი: განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

კონდაკი: ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები