ფილადელფიაში დავით ღვინიანიძის სახელობის „ხელოვნებისა და მუსიკის” ცენტრი გაიხსნა
4 დეკემბერს, ფილადელფიაში, საოპერო მომღერალ დავით ღვინიანიძის სახელობის “ხელოვნებისა და მუსიკის” ცენტრი იხსნება. ცენტრი ამერიკაში რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ამერიკის სახელმწიფოს მხარდაჭერით დაარსდა.”ის აერთიანებს 2000 კაციან დარბაზს, 200 მანქანის საპარკინგე ადგილს და 14 აკრზე გაშენებულ ბაღს. ეს იქნება ბოჰემური თავშეყრის ცენტრი ხელოვანებისთვის. მსგავსი ცენტრები გაიხსნება ბოსტონში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-იორკსა და მაიამიში“ – აღნიშნავს ,,ქართულ კვირასთან“ საუბრისას დავით ღვინიანიძე.
“დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი” რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით აპირებს ფუნქციონირებას. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი პუნქტები: ამერიკაში მცხოვრები ქართველი შშმ პირების უფასო სწავლება;ხელოვნების ნიჭით გამორჩეულ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს დაენიშნებათ დავით ღვინიანიძის სახელობის სტიპენდია;როგორც მომღერალი აცხადებს ცენტრი 4 დეკემბერს სტუმრების ზღვას ელოდება. დაგეგმილია გრანდიოზული შოუ და მუსიკალური პროგრამა.
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ბარიტონი დავით ღვინიანიძე საქველმოქმედო ფონდის “მსოფლიო ტალანტები“ დამფუძნებელი, პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელია. მის სახელს უკავშირდება კონკურსი “გზა კარნეგი ჰოლისკენ“, ასევე ცოტა ხნის წინ მან “დავით ღვინიანიძის სახელობის ვოკალური აკადემიაც“ დააარსა.