„სხვის ცის ქვეშ დღეებს ვითვლიდეთ ურვით“ ქართველი ემიგრანტის ახალი წიგნი და ფიქრები დაბრუნებაზე…
მოხუც ცოლ -ქმარს, ვისაც იტალიაში უვლის ალცჰაიმერის დაავადება აქვთ, დღეები ნელა მიდიან და ყოველდღიური რუტინა სავსეა მონატრებით, ამიტომ შორეულ იტალიაში, დღეში რამდენჯერმე ფიქრებად იელვებს „ცივგომბორის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 550 მმ-ზე. გურჯაანიდან 17 კილომეტრში“ მდებარე სახლი და მოგონებები- გაჯერებული მალე დაბრუნების იმედით.
მაია დედაბრიშვილი წლებია იტალიაში ცხოვრობს, სწორედ ის არის პორტალ „ქართული კვირის“ “მეტი დეველოპმენტისა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის ერთობლივი კონკურსის ემიგრანტებისთვის „წერილები გზიდან“ერთ ერთი გამარჯვებული.
გასულ წელს ემიგრანტმა მაია დედაბრიშვილმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და საქართველოში გამოიცა მისი პირველი წიგნი „მე დავბრუნდები“ ახლა კი დღის სინათლე ავტორის მეორე წიგნმა იხილა „წინაპართა მიწა“როგორც მაია დედაბრიშვილი „ქართულ კვირასთან“ საუბარში აღნიშნავს წიგნების თემატიკა სამშობლოს მიტოვებით გამოწვეული ნოსტალგია და ადამიანის დანიშნულებაა სამშობლოსა და ერთმანეთის წინაშე
„კალამი არ დამიშრება. არასოდეს დავიღლები შენზე ფიქრით და წერით. უკვე მერამდენე წერილს გიგზავნი სიყვარულის და მოფერების, მონატრების და შენთან შეხვედრის უდიდესი იმედით სავსეს ტუჩბაგეზე ტკბილი მოგონებების ღიმილი დამთამაშებს..
დღეები კი იქ, შორეულ ქვეყანაში იმაზე ნელა გარბიან ვიდრე აქედან ჩანს, ყოველდღიურ რუტინასა და ალცჰაიმერით დაავადებული მოხუცების მოვლის მიღმა ფიქრებად გაიელვებს სტრიქონები „ ასე სიცოცხლე ვერ გაგრძელდება, სხვის ცის ქვეშ დღეებს ვითვლიდეთ ურვით, ჩვენს მიწა წყალზე სხვა ფრთებსა შლიდეს, ჩვენ უშენობის ვიკლავდეთ წყურვილს“…