ეროვნულ ბიბლიოთეკას უნგრულ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ ეგზემპლარი გადაეცა

უნგრეთის ადამიანური შესაძლებლობების მინისტრი, პროფესორი მიკლოშ კაშლერი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია,სტუმარმა ბიბლიოთეკას უნგრულ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი გადასცა.

„ვეფხისტყაოსანი“ უნგრეთსა და საქართველოს შორის უმნიშვნელოვანეს კულტურულ ხიდს წარმოადგენს, რადგან, როგორც ცნობილია, პოემა ილუსტრირებულია უნგრელი მხატვრის, მიჰაი ზიჩის (1827-1906) მიერ. მისი უნგრული თარგმანი კი ეკუთვნის უნგრეთის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტს, შანდორ ვერეშს (1913-1989). შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის სფეროში მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.ვეფხისტყაოსანი, რომელსაც მისი მთარგმნელის ავტოგრაფი ამშვენებს, წიგნის მუზეუმში დაიდებს ბინას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები