საქართველოს გენერალური კონსული თესალონიკში არსებულ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლს ეწვია

ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე თესალონიკში არსებულ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ “საქართველოს” ეწვია და გაეცნო მათ საქმიანობას.

„გენერალურმა კონსულმა ანსამბლის ხელმძღვანელებთან – რუსუდან საბაძესთან და ია გოჩიტაშვილთან ისაუბრა ქორეოგრაფიული ანსამბლების საქმიანობის შესახებ, მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე. ნოდარ კომახიძემ აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა ხელს უწყობს ქართული ცეკვისა და კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ“, – ნათქვამია  თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრის დასასრულს ანსამბლის მოცეკვავეებმა ქართული ცეკვები შეასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები