ათენის ქართული კულტურის ცენტრში წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის “ქართული დიასპორის დღეები ათენში“ ფარგლებში, ათენის ქართული კულტურის ცენტრში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოცემის პრეზენტაცია მოეწყო.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას წიგნი – “აფხაზეთი, საქართველო – ისტორია, პოლიტიკა, კულტურა”. აღსანიშნავია, რომ წიგნი ბერძნულ ენაზე არის თარგმნილი და მასში გადმოცემულია აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე, ომი და მისი შედეგები.

ალექსანდრე ალექსიძის ფონდის პირველი გამოცემა – პლატონის ტრილოგია (თეეტეტოსი, სოფისტი, პოლიტიკოსი). წიგნის ქართული თარგმანი ეკუთვნის მაია შუხოშვილს.

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ბელა კოპალიანის წიგნი „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ“ წიგნი ქართულ და აფხაზურ ურთიერთობებს ეხება და სახალხო დიპლომატიის ჭრილში საინტერესო სამშვიდობო რესურს წარმოადგენს.

გამოცემებეს გზემპლიარები საჩუქრად გადაეცა ათენის ქართული კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები