თბილისში საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა 2021” გაიხსნა

28 ნოემბერს, თბილისში, საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა 2021” გაიხსნა.

წელს ფესტივალი მსოფლიოს და ქართული კინოს ისტორიის 2 მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება – ეს გახლავთ ჩარლი ჩაპლინის უკვდავი ფილმი “ბიჭუნა” “THE kID” (1921 წ.), რომელსაც 100 წელი შეუსრულდა და ცნობილი ქართველი რეჟისორის ლანა ღოღობერიძის ფილმი “მტრედები (1961 წ.), რომელსაც 60 წელი შეუსრულდა

ფესტივალის გახსნის დღეს მოეწყო ONLINE  ექსკურსია, სადაც მაყურებელი კინოსტუდია ქართული ფილმის ისტორიას და სამუზეუმო სივრცეებს გაეცნო. ასევე ჩატარდა ONLINE  ვორქშოპი „მსოფლიო კინოს შედევრები“ – ჩარლი ჩაპლინის „ბიჭუნა“  და ჩარლი ჩაპლინის ფილმის „ბიჭუნას“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პერფორმანსი „ჩვენ ვეძებთ ბიჭუნას“.

დღევანდელი და ხვალინდელი პროგრამა კი ასეთი გახლავთ:

29 ნოემბერი

  1. ONLINE კინოოპერატორ ნუგზარ ნოზაძის ვორქშოპი „კინოს ოპერატორის ხელოვნება“ 12:00 – 13:00
  2. ONLINE ვორქშოპი: „ხმის რეჟისურა – გახმოვანება“ 13:00 – 14:00
  3. ONLINE ექსკურსია რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმიდან (ქუთაისი), რომელსაც გაუძღვება მუზეუმის დირექტორი, ინეზა ავალიანი 14:00 – 15:00
  4. ONLINE ექსკურსია ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმიდან (გურჯაანი) 15:00 – 16:00
  5. ONLINE შეხვედრა მსახიობთან – კირა ანდრონიკაშვილი (მასტერკლასი) 16:00 – 17:00

30 ნოემბერი

  1. ფესტივალის დახურვის ცერემონიალი – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ეზო (მის. თბილისი, ახმეტელის # 10 ) 15:00 – 16:00 Facebook LIVE

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები