„რა სიყვარულით ვწერდი ამ ორკაციან პიესას..“

დრამატურგი რეზო კლდიაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს : „ჩემები მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლიდან “იადონას თეატრი” (1997წელი, რეჟისორი გოგი თოდაძე, ფოტო იური მეჩითოვის)
რა სიყვარულით ვწერდი ამ ორკაციან პიესას,თანაც საფიჩხიელები იყვნენ, ჩემი უბნელები, ხარაზოვის ბაღთან ცხოვრობდნენ და რკინიგზელთა კლუბში არტისტობდნენ -გაუღიმათ ბედმა და თბილისშიდაც იყვნენ ერთი ჩამოსვლა.იღბლიანი პიესა აღმოჩნდა-სადაც დაიდგა და ბევრგან დაიდგა, იმ თეატრების ვარსკვლავები თამაშობდნენ.ნიუ-იორკი,გერმანია,კიევი,მოსკოვი,სანკტ-პეტერბურგი-აბა?“

სპექტაკლში ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები სოფიკო ჭიაურელი და გივი ბერიკაშვილი თამაშობდნენ. „ვღელავ, თავი სიზმარში მგონია, რაღაცა ძალა არსებობს ამ ქვეყანაზე, აუხდენელს რომ აუხდენს ადამიანს, რა კარგები ხართ რომ მობრძანდით, რომ გამიხსნეთ, ცხოვრება სიზმარია, მადლობა ღმერთს, მადლობა თქვენ, მე ხომ ამ დღეზე ვოცნებობდი…ამბობდა სპექტაკლის საფინალო ეპიზოდში სოფიკო ჭიაურელის იადონა, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება თეატრზე ოცნებობდა..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები