„ქართული სამზარეული და სუფრა“ – ღონისძიება ტალინის კულინარიის აკადემიაში გაიმართა

25 ნოემბერს, ტალინის კულინარიის აკადემიაში, ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, კულინარიისა და ტურიზმის მიმართულებით მოღვაწე ჟურნალისტებისათვის, ტურისტული სააგენტოების და ესტონეთში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის ქართული სამზარეულოს მასტერკლასი გაიმართა.

ღონისძიება სახელწოდებით „ქართული სამზარეულო და სუფრა“ ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება და კულინარიასთან დაკავშირებული ტრადიციები. მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ ეხილათ საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ვიდეორგოლი.

ქართული სამზარეულოს მასტერ კლასი შეფ მზარეულმა, მამუკელ გორელაშვილმა ჩაატარა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძების მომზადება ასწავლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები