პარიზული თავგადასავალი ჯაზის ელემენტებით და ქართული ფოლკლორი მომავალი თაობისთვის

ვიდეობლოგი საფრანგეთში მცხოვრებ მუსიკოსს ალექსანდრე ჭაუჭიძეს გაგაცნობთ. ის დღეს პარიზში არსებული კულტურის კერა ლაზის (Centre Culturel Géorgien Lazi) პედაგოგია და მომავალ თაობას ქართული ფოლკლორული მუსიკის მიმართულებით ასწავლის. მუსიკას თავადაც ქმნის და არის რამდენიმე ნაწარმოების ავტორი.

ალექსანდრეს პროფესიული გამოცდილება ფორტეპიანოსა და ფლეიტას უკავშირდება. საქართველოს გარდა, დიდი გამოცდილება გერმანიასა (მიწვეული იყო გერმანიაში საქველმოქმედო კონცერტებით რეჟისორ ჰერმან ველეკინდის მიერ) და საფრანგეთში მოღვაწეობით დააგროვა. არის საერთაშორისო პრესტიჟული კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი და მონაწილე (Festival de Cherbourg; Festival-concours artistique international de Paris; მონტე-კარლოს საერთაშორისო ფესტივალი; ბეთჰოვენის საერთაშორისო ფესტივალი; ბალვეს საერთაშორისო ფესტივალი და სხვა). 2011 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში, სადაც ჯაზ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დარჩა.

როგორ ცდილობს საქართველოს პოპულარიზაციას უცხო ქვეყანაში და ვის აცნობს ქართულ კულტურას პარიზში – ნახეთ ინტერვიუ ,,ემიგრანტულ ამბებში“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები